განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება
RDRC.GE
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

   პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ქალაქის N1, 2, 3, 5, 6, 7, 9 ბაგა–ბაღებს. აღნიშნული ბაღებისთვის ჯამში 225 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ,, გუდა 1979“ ასრულებს.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა არკადი გეგეშიძისა და მაიაკოვსკის ქუჩაზე აფალტის დაგების სამუშაოებიც დაათვალიერეს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ,,პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად განხორციელება, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება“.

   მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ,,წელს სამტრედიაში ყველაზერ მასშტაბური სამუშაოები ტარდება. მომავალში ქალაქის ყველა ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია“.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 652