განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » უფასო სამედიცინო აქცია
RDRC.GE
უფასო სამედიცინო აქცია
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტში სამტრედიის მერიის, ქალაქ ქუთაისში მდებარე ,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი,,-სა და კლინიკა ,,ხარება,,–ს ეგიდით უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. პაციენტებს მომსახურება გაუწიეს ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა.

   კლინიკაში გამოკვლევის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მადლობა გადაუხადა ამ აქციის ორგანიზატორებს.

   მსგავსი ტიპის აქციას შეუერთდა ,,შპს ჯეო ჰოსპიტალს,,– ის სამედიცინო ცენტრი. მათ უფასო გამოკვლევები მოსახლეობას საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაუწიეს და ყურადღება გაამახვილეს მოსახლეობის მხრიდან მაღალ აქტივობაზე.

   მერმა მსგავსი ტიპის აქციისათვის ორივე სამედიცინო დაწესებულებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა , რომ მსგავსი ტიპის აქციები , როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ისევე სამტრედიის სოფლებშიც აქტიურად გაგრძელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 929