განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პოეტ ნინო უძილაურის პოეზიის საღამო გაიმართა დღეს სამტრედიაში.
RDRC.GE
პოეტ ნინო უძილაურის პოეზიის საღამო გაიმართა დღეს სამტრედიაში.
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

   პოეტ ნინო უძილაურის პოეზიის საღამო გაიმართა დღეს სამტრედიაში. წარმოშობით ფშაველი ქალბატონი ჩვენი ქალაქის მკითხველის წინაშე დღეს, როგორც პოეტი, პირველად წარსდგა , რასაც თავისი კრებულის ,,მე ფშავლის ქალი" პრეზენტაციაც დაამთხვია.

   ლექსებს ბავშვობიდან წერს და დღესაც აღნიშნა, რომ პოეზია მისი სულის საზრდოა. პიროვნულად მოკრძალებული ქალბატონი თავისუფლად გრძნობს თავს პოეზიაში, რაც თითოეულ მის ლექსში იგრძნობა. ოჯახის, სამშობლოს, სიცოცხლის, მეგობრების და უბრალოდ, ადამიანებისადმი სიყვარულითაა გაჯერებული მისი ფრაზები, ამიტომაც ვკითხულობთ მის სტრიქონებში ,,წამით არ ისვენებს ჩემი გრძნობა, გრძნობა გაჟღენთილი სიყვარულით..."

   დღევანდელი პოეზიის საღამოს სტუმრები იყვნენ და ნინო უძილაურს კრებულის გამოცემა მიულოცეს მწერალთა კავშირის წევრებმა, პოეტებმა ნანა ცინცაძემ, დავით არახამიამ, თემურ ცერცვაძემ და ჯუბა ღებელმა.

   ნინო უძილაური სამტრედიელების რძალია. იგი მერაბ კაჭახიძის მეუღლე გახლავთ და ალბათ, ამიტომაც ორმაგი პასუხისმგებლობით წარსდგა სამტრედიელების წინაშე. ,,ფესვები ადამიანის საზრდოა. მე ამ ქალაქმა ისე თბილად მიმიღო და ჩამიხუტა, ეს ყველაფერი უშრეტი ენერგიის წყაროდ მექცა. მადლობა ამისთვის თქვენ," განაცხადა პოეტმა.

   პოეზიის საღამო, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სამტრედიელი ახალგაზრდები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნინო უძილაურის ლექსების წარმოთქმაში. ანსამბლმა ,,ჩანგმა" რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარმოადგინა. ✅პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, ჩვენი ქალაქის საზოგადოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ პოეტური კრებულის გამოცემა და ფინანსური მხარდაჭერა გრიგოლ მიქელაძემ განახორციელა.

   თითოეულმა გამომსვლელმა დღეს ხაზი გაუსვა ქალბატონი ნინოს ოჯახის ეროვნულობას და სამშობლოსადმი დიდ სიყვარულს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 846