განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანსამბლი ,,ორუდილა" 25 წლისაა
RDRC.GE
ანსამბლი ,,ორუდილა" 25 წლისაა
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

   ანსამბლი ,,ორუდილა" 25 წლისაა. საიუბილეო თარიღი ანსამბლმა გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში. მაყურებლით სავსე დარბაზი ,,ორიდასადმი" დიდი სიყვარულით იყო გაჟღენთილი.

   25 წლია ამ ქალაქში ერთდ ვისმენთ ,,ორუდილას" სიმღერებს, რომლებიც სითბოთი, სიყვარულით და ბავშვური ხალისითაა გაჯერებული. ამ ჰანგების უკან დგას პედაგოგი და უბადლო კომპოზიტორი, ანსამბლის სულისჩმდგმელი, ნონა ჭახნაკია.

   ამ დიდ შრომას წლების განმავლობაში ეწირებოდა ბევრი უძილო ღამე და ოჯახს მოკლებული დრო. სანაცვლოდ კი იქმნებოდა საბავშვო მუსიკა, რომლის ნაკლებობა დღევანდელი ქართული ესტრადისთვის უცხო არაა.

   ნონა ჭახნაკიას მუსიკის უმრავლესობა საკუთარ ლექსებზე აქვს დაწერილი, ბევრიც სპექტაკლებისთვის შექმნილი.

   დღეს სცენაზე იდგა ორუდილას როგორც უმცროსი, ასევე უფროსი თაობა, რომლებიც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ სიმღერებს ასრულებდნენ.

   საიუბილეო კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფიცხვერია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 612