განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 40 წლის უიბილე სამტრედიის სამხატვრო სკოლა-გალერეამ ორიგინალური ღონისძიებით აღნიშნა
RDRC.GE
40 წლის უიბილე სამტრედიის სამხატვრო სკოლა-გალერეამ ორიგინალური ღონისძიებით აღნიშნა
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

   დაარსებიდან 40 წლის უიბილე სამტრედიის სამხატვრო სკოლა-გალერეამ ორიგინალური ღონისძიებით აღნიშნა. ეს იყო მცირე დარბაზის დიდი გამოფენა.

  სკოლა-გალერეის დირექტორის, ნინო ნინუას ინიციატივით, დღეს სკოლის პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ვიხილით იმ ადამიანების შემოქმედების ნაწილი, რომლებიც სკოლის 160-ზე მეტ მოსწავლეს ხელოვნების ისეთ დარგში, რომელსაც მხატვრობა ჰქვია, ღირსეულ მენტორობას უწევენ.

   სკოლის უხუცესმა პედაგოგმა, 70 წლის გივი წვერავამ საკუთარი და სკოლის იუბილე თავისი შესანიშნავი პეიზაჟებით დაამშვენა.

   მრავალმხრივმა შემოქმედმა და მხატვარმა ზაზა ღურბელეიშვილმა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში შესრულებული ტილოები წარმოადგინა.

   აბსტრაქცია და პეიზაჟი იყო გამოფენილი სკოლის ერთადერთი კომპოზიციის პედაგოგის, ფატი ზამთარაძის კუთხეში.

   მარინა ყენიას გამოყენებითმა ხელოვნებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენთვის თითქოს გამოუსადეგარი ნივთებით ხელოვნების ნიმუშების შექმნაა შესაძლებელი. საამისოდ იგი ქვებს, ფერად ქაღალდებს, თოკებს და აპლიკაციას იყენებს.

   სკოლის პედაგოგის, იაგო ჩხიკვაძის ნამუშევრებში, დაკვირვეული თვალი ბიბლიურ საწყისებს, აბსტრაქციას და იდუმალ პორტრეტებს აღმოაჩენდა.

   ფერწერის და ხატვის მასწავლებელმა მზია ხუჭუამ ფაქიზად შესრულებული ნატურმორტები შემოგვთავაზა.

   კიდევ ერთხელ აღფროვანდა დამთვალიერებელი ქრისტინა გიგინეიშვილის ტილოებით. მის ნატურმორტებს უკვე ბერვრჯერ გამოუწვევია მნახველის აღტაცება.

   გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. სკოლა-გალერეაში დღეს იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარის კოადგილე კობა ძიძიგური, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე და საზოგადოების წარმომადგენლები.

   ,,ვულოცავ სკოლას 40 წლის იუბილეს. ამ ხნის განმავლობაში აქ არაერთი ნიჭიერი თაობა აღიზარდა და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ ქალაქში ფუნქციონირებს, იზრდება და კიდევ უფრო ვითარდება სამხატვრო სკოლა, რაც უადაოდ ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ეს არის მომავლის სკოლა და ჩვენ მომავალში ველოდებით ბევრ ნიჭიერ და მოაზროვნე ახალგაზრდას, ახალი ხედვებით," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 707