განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მრავალმხრივ გამორჩეული გიორგი სტურუას სოლო კონცერტი
RDRC.GE
მრავალმხრივ გამორჩეული გიორგი სტურუას სოლო კონცერტი
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

   დღეს, დ. შანიძის სახელობის N1 სახელოვნებო სკოლის საკონცერტო დარბაზი მრავალმხრივ გამორჩეული გიორგი სტურუას სოლო კონცერტს დაეთმო.

   გიორგის პროფესიონალმა მუსიკოსებმა 13 წლის ასაკში შემთხვევით არ უწოდეს ,,ბიჭი ორკესტრი." იგი 5 ინსტრუმენტს ერთნაირად ფლობს, როგორც პროფესიონალი. ამის დასტური ნამდვილად იყო დღევანდელი კონცერტი, რომელმაც მოწვეული სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.

   მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მუსიკისადმი დამოკიდებულებას მისი გენეტიკაც განაპირობებს, მუსიკოსის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი პედაგოგებს, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და შინაგან მზაობას მიუძღვის. საკმარისია გიორგის მიერ, ნებისმიერ ინსტრუმენტზე შესრულებული ნაწარმოები მოვისმინოთ და მისი ბგერის სინაზე და ჰარმონიულობა დიდხანს გაგყვებათ.

   დღევანდელ სოლო კონცერტზე, რომლის სულის ჩამდგმელი, გიორგის პედაგოგი ლიკა მელქაძე გახლდათ, მსოფლიო დონის კლასიკოსების ნაწარმოებები შესრულდა. გიორგის აკომპანირებას უწევდნენ სახელოვნებო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენეს მაღალი საშემსრულებლო დონე.

   კონცერტს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბახტაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საკრებულოს დეპუტატი ლიზა კრავეიშვილი და კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. მათ ხაზი გაუსვეს სახელოვნებო სკოლის, მისი პედაგოგების დამსახურებას და გიორგის წარმატებები უსურვეს.

   ემოციების გარეშე არ ჩაუვლია დღევანდელ კონცერტს გიორგისთვის, რადგან მისი შემოქმედების მთავარ შემფასებლებთან ერთად, დარბაზში, მაყურებლის სტატუსით იჯდა ქალბატონი ლეილა შოშიაშვილი, გიორგის ბებო, რომელიც წლებია დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლას ხელმძღვანელობს და გიორგის დედასთან, ნატალიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული ამ უდაოდ უნივერსალური მუსიკოსის ჩამოყალიბებაში

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 686