განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 23 ივნისს მთელი მსოფლიო აღნიშნავს „ოლიმპიური დღეს"
RDRC.GE
23 ივნისს მთელი მსოფლიო აღნიშნავს „ოლიმპიური დღეს"
კატეგორია:  სიახლე

   ტრადიციულად, 23 ივნისს მთელი მსოფლიო აღნიშნავს „ოლიმპიური დღეს", რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს (23 ივნისი, 1894) უკავშირდება.

   ჩვენს ქვეყანაში ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური გარბენი და სხვა მასობრივი ღონისძიებები 1993 წლიდან იმართება, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-მა აღიარა და თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო.

   ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას გამოეხმაურა სამტრედიის მუნიციპალიტეტი. სამტრედიაში მდებარე საცურაო აუზზე ცურვაში შეჯიბრი გაიმართა , რომელშიც როგორც ვაჟები ასევე გოგონებიც იღებდნენ მონაწილეობას.

   შეჯიბრს მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

   ღონისძიებას ცეკვით ქრისტინე ზაქრაძის ხელმძღვანელობით შოუ –ბალეტი ,,ფანტაზია,, აფორმებდა.

   გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოს გარდა სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 582