განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ტოლებსა და საჯავახოში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების დათვალიერება
RDRC.GE
ტოლებსა და საჯავახოში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების დათვალიერება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, მოადგილესთან დავით ბახტაძესთან და წყალმომარაგების სისტემების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და სპეციალისტებთან ერთად, ტოლებსა და საჯავახოში სასმელი წყლის სათავე ნაგებობები დაათვალიერა.

   აღნიშნული სამსახურს მუნიციპალიტეტის მერიამ გაღმა ზონის სოფლებში შექმნილი წყლის პრობლემის გამო მიმართა. მათ დაათვალიერეს სათავე ნაგებობა და შემკრები ჭები. სპეციალისტების განმარტებით პრობლემა მოგვარებადია და სისტემის სწორად დაგეგმარების შემთხვევაში არცერთი ოჯახი წყლის გარეშე არ დარჩება.

   მოგეხსენებათ, წყლის მიწოდება გაღმა ზონის სოფლებისთვის წლებია პრობლემატურია, ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სრული ძალისხმევა მისი მოგვარებისკენაა მიმართული. ,,ვიცით, რომ სამტრედიის გაღმა ზონის სოფლებში პრობლემად დგას წყლის მიწოდების საკითხი. ჩვენ მუდმივ კონტროლზე გვაქვს ეს თემა აყვანილი და ვზრუნავთ, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს წყლის გარეშე," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 564