განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოს მორიგი სხდომა
RDRC.GE
საკრებულოს მორიგი სხდომა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა.

   წარმოდგენილ საკითხთა დიდი ნაწილი ფართების საპრივატიზაციო ობიექტებად განსაზღვრას და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებას ეხებოდა. ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ დეპუტატებს იმ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარუდგინა, რომელთა პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაცემა უნდა მოხდეს. საამისოდ, საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მისცა და ქირის წლიური საფასური დაადგინა.

   საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლების ტერიტორიებზე არსებული ობიექტები.

   დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა რამდენიმე ააიპ-ის განკარგულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა შესთავაზა საკრებულოს წევრებს.

   კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ბოიკოტის ნიშნად სხდომა დატოვა დეპუტატმა ავთანდილ სტურუამ. მან თავისი ქმედება თბილისში მიმდინარე აქციის მხარდაჭერით ახსნა.

   დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე არცერთი საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 632