განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანსამბლ ,,იმერის" საიუბილეო საღამო
RDRC.GE
ანსამბლ ,,იმერის" საიუბილეო საღამო
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   სამტრედიის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,იმერის" საიუბილეო საღამო ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში, სრული ანშლაგით წარიმართა.

   ქართული ფოლკლორისა და საცეკვაო ხელოვნების შესწავლას, ეს ღვაწლმოსილი ანსამბლი, ჩვენს ქალაქში, უკვე 35 წელია წარმატებით ართმევს თავს. ✅

   ანსამბლი ,,იმერი" დაარსების დღიდან იქცევდა პროფესიონალთა ყურადღებას საშემსრულებლო მანერითა და რეპერტუარით. თითქმის არ არსებობს ქართული ცეკვა, რომელიც ანსამბლს არ ჰქონდეს დადგმული. ✅

   საიუბილეო საღამოზე ყველა იმ მნიშვნელოვან წარმატებასა და ტურნეზე გაკეთდა აქცენტი, რომელმაც ანსამბლს დიდი აღიარება მოუტანა. 2006 წელს კი ,,იმერს" სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. ↪️საიუბილეო თარიღი ორმაგ დატვირთვას ატარებდა. 65 წლის გახდა ანსამბლის ხელმძღვანელი სოსო შენგელია, რომლის ღვაწლსა და დამსახურებაზე მთელი საღამოს განმავლობაში არაერთი სიტყვა ითქვა. ეს არის ადამიანი, რომელიც ქორეოგრაფებთან, ლანა და მარი შენგელიებთან ერთად, ისეთ ეროვნულ და თვითმყოფად საგანძურს გვინარჩუნებენ ჩვენ ქალაქში, რასაც ქართული ცეკვის გენია ჰქვია.

   საიუბილეო კონცერტი საინტერესო და ორგანიზებული პროგრამით იყო წარმოდგენილი. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და განდაგანა, სვანური და აფხაზური, ნარნარი და გარე კახური... ,,იმერის" მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა მგალობელ-მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებული ფოლკლორის მარგალიტები.

   საიუბილეო საღამოს ესწრებოდა საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარია მოადგილე იური ტორაძე, რომელმაც საზოგადოებას ქორეოგრაფთა კავშირისა და მისი თავმჯდომარის, რეზო ჭანიშვილის გადაწყვეტილება გააცნო. სულ მალე სოსო შენგელიას საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფის წოდება მიენიჭება.

   კონცერტს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდა, რომელმაც მერიის სახელით, ანსამბლს და მის ხელმძღვანელს იუბილე მიულოცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 640