განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების მიმოხილვა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების მიმოხილვა
კატეგორია:  სიახლე

    მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებისგან კონკრეტულ საკითხებზე, ინფორმაცია მიიღო.

   სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროქტების მართვის სააგენტოს მიერ ,,დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში, სამტრედიაში ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად წამოწყებულ კამპანიაში კვლავ გააქტიურებისკენ მოუწოდებს მერი სოფლის წარმომადგენლობებს და საკონსულტაციო სამსახურს. დღეის მონაცემებით 25 სინჯის აღება უნდა მოხდეს, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება იდეალურ მაჩვენებლად. ,,ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაში ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. ვფიქრობ, გასააქტიურებელია ამ თემის პროპაგანდა. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ამ მონაცემებით, რადგან არაა დიდი მაჩვენებელი," აღნიშნა მერმა დღევანდელ შეხვედრაზე.

   სოფლის მეურნეობის მიმართულების კურატორმა ნოე ივანიაძემ, დღევანდელ თათბირზე, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლადაა მოკლებული მავნებლის რაოდენობა. მიმდინარეობს შეწამვლითი სამუშაოები და მოსახლეობის ინფორმირება.

   სოფლის მხარაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტატის მერმა დღეს კონკრეტულად განიხილა. მან სოფლის წარმომადგენლებს და დეპუტატებს მშენებელი ორგანიზავიების შერჩევა დაავალა და სამუშაოების შესრულების დროსა და ხარისხზე გააკეთა აქცენტი.

   სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა სამხედრო სამსახურის უფროსმა ზაზა კაჭახიძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 562