განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკონსულტაციო შეხვედრები ლურჯი მოცვის,მაყვლის და ჟოლოს გაშენების მხარდასაჭერად
RDRC.GE
საკონსულტაციო შეხვედრები ლურჯი მოცვის,მაყვლის და ჟოლოს გაშენების მხარდასაჭერად
კატეგორია:  სიახლე

   სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროქტების მართვის სააგენტოს მიერ ,,დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში, სამტრედიაში ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად საკონსულტაციო შეხვედრებში აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია.

   დღეს მორიგი შეხვედრა ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩხენიშში გაიმართა, რომელსაც სოფლის ხუთივე უბნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   სახელმწიფოს უპრეცენდენტო შეთავაზებას, წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ,,ეს ისეთი პროგრამაა, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა აუცილებელია. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მიწის არცერთი გოჯი არ დარჩეს დაუმუშავებელი. დასანანია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა სხვადასხვა ქვეყნებში დადის ისეთი კულტურების მოსავლელად, რომელმაც აქაც შეიძლება მატერეალური დოვლათი მოგვიტანოს,“ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დღევანდელ შეხვედრაზე.

   ჩხენიშში მოსახლეობასთან შეხვედრაზე კენკროვანი კულტურების თვისობრივ მონაცემებზე, მისი გაშენებისა და მოვლის თავისებურებებზე ისაუბრა ნოე ივანიაძემ, რომელიც მერიაში სოფლის მიმართულების კუთხით ერთ–ერთ სამსაურს ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, ესაა გარანტირებული მოსავალი და პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი მასალას სერთიფიცირეული სანერგე მეურნეობიდან მიიღებს.

   თემის პოპულარიზაციას კარდაკარ შემოვლის პრინციპით ხელმძღვანელობს მერის წარმომადგენელი ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთარ წულეისკირი და მისი აპარატის წევრები. დღეს მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მოსახლეობასთან კენკროვანი კულტურების გაშენების დადებით მხარეებზე. ‼️შეგახსენებთ, სახელმწიფო 0.15 და ნახევარ ჰექტრამდე, თვითდაფინანსებას უზრუნველყობს. პარალელურად მოხდება ნიადაგის სინჯების აღება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პროექტში ჩართვა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 583