განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქალაქის ტერიტორიის თერმული ნისლით დამუშავება
RDRC.GE
ქალაქის ტერიტორიის თერმული ნისლით დამუშავება
კატეგორია:  სიახლე

   ამჟამად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ქალაქის ტერიტორიის თერმული ნისლით დამუშავება 10 ერთეული სპეცტექნიკით მიმდინარეობს. სამუშაოების დაწყების შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა. ‼️ამ ეტაპზე, საკარმიდამო ფართობებისა და მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება ორი მეთოდით - ცივი შესხურებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით მიმდინარეობს. ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება ასევე საყანე ფართობებიც.

   პროცესს ამჟამად ადგილზე აკვირდება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლობა, მერის წარმომადგენელი ქალაქ სამტრედიაში თენგო ცაგურია, ეკონომიკური განვითარების სამსაურის ხელმძღვანელი ნოე ივანიაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ‼️შეწამვლითი სამუშაოების პარალელურად, რეგიონებში განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 3074 ცალი ფერომონიანი დამჭერი, რომელთა მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 14 662 ჰა ფართობზე განხორციელდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 27 300 ჰა ფართობი. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

   აღსანიშნავია, რომ მავნებლის რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით საგრძნობლადაა მოკლებული, რაც გატარებული სამუშაოების და წორად დაგეგმილი სტრატეგიის შედეგია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 632