განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ზვიად შალამბერიძის წარდგენა გუბერნატორის პოსტზე
RDRC.GE
ზვიად შალამბერიძის წარდგენა გუბერნატორის პოსტზე
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ზვიად შალამბერიძე გუბერნატორის პოსტზე, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ოფიციალურად წარადგინა. ზვიად შალამბერიძე იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას, მისი წინამორბედის, შავლეგო ტაბატაძის პოსტიდან წასვლის შემდეგ ასრულებს.

   ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი რეგიონის მთავარ გამოწვევებზე დღეს მკაფიო განცხადებები გააკეთა. ,,ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დგას იმერეთის რეგიონის წინაშე. მკაფიოდ გვაქვს გაწერილი 2019-2020 წლის გეგმები ყველა მიმართულებით და მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ყველაფერს, რათა მზა და ხარისხიანი პროექტები მოსახლეობამდე მივიდეს. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომმარაგების სისტემა და დასაქმების პრობლემა, რომელიც არამარტო იმერეთს ეხება. ჩვენი მიზანია სწორედ ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების ხარჯზე სამუშაო ადგილების შექმნა. მაგალითითვის რიკოთის გზის მშნებლობას მოვიყვან, სადაც 5000-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი,“ აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

   ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, რწმუნებულის აპარატის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის სწრაფ და ეფექტურ კოორდინაციაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების დღის წესრიგი უპირველესად, რეგიონალურ განვითარებას, მოქალაქეების შემოსავლების ზრდას და იმ პოტენციალის ათვისებას მოიცავს, რომელიც იმერეთს აქვს.

   გუბერნატორის წარდგენას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა. ,,ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა იმერეთის გუბერნატორთან. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის, იმერეთის და საქართველოს საკეთილდღეოდ. ვულოცავ ბატონ ზვიადს ამ თანამდებობას,“ აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 582