განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის კვირეული იმართება
RDRC.GE
მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის კვირეული იმართება
კატეგორია:  სიახლე

   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმერეთში მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის კვირეულს მართავს. მობილური ლაბორატორია დიდ ჯიხაიშში, მოსახლეობისთვის დილიდან მუშაობს.

   აქციას იმერეთის მხარის რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.

   ,,ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და მათ სოფლიდან გაუსვლელად შევთავაზოთ აუცილებელი სერვისები. მსგავსი აქცია ყველა სოფელში ჩატარდება. მადლობა თანამშრომლობისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს," აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.

   აღნიშნულ პროგრამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს და ამ დროის განმავლობაში მაქსიმალური ინტენსივობით ხდება C ჰეპატიტის გამოვლენა. ,,აუცილებელია აღმოვაჩინოთ დაავადების ფარული ინფიცირების შემთხვევები. ხშირად ეს თავად ადამიანებმაც არ იციან. ამიტომ საჭიროა დროული ჩართვა და მათი შესაბამის პროგრამაში ჩართვა," აღნიშნა ჩვენთან საუბარში დაავადებათა კონტროლის და საზ. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართბელოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ.

   აქციას მნიშვნელოვანს უწოდებს მუნიციპალიტეტის მერი. ,,ვიცით, რომ ამ დაავადების მკურნალობა უფასოა, თუმცა ცალკეული პიროვნებები მოგვმართავენ მერიაში გამოკვლევებთან დაკავშირებით. მადლობა დაავადების ეროვნულ ცენტრს და ჩვენის მხრივ მზად ვართ ჩავერთოთ თანადაფინანსებით პროგრამებში," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

   მობილური ლაბორატორიით დღეს არამარტო ჯიხაიშის მოაახლეობამ ისარგებლა. მათი განმატრებით, ეს არის სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი სერვისი.

   დღეს კიდევ ერთი სიახლეც გაჟღერდა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ახალი პროგრამა ამუშავდება. ესაა ინტეგრირებული სკრინინგი, რომელიც C ჰეპატიტთან ერთად აივ ინფექცია შიდსსა და კითხვარების მეშვეობით ტუბერკულოზის რისკებსაც შეაფასებს. იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი ამ ინიციატივას უკვე შეუერთდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 596