განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

   პროექტების დათვალიერება დაიწყო მელაურის ადმინისტრაციული ერთეულიდან , სადაც ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება. ამ შენობაში იქნება განთავსებული როგორც ამბულატორია, ასევე ერთი ოთახი დაეთმობა ბიბლიოთეკას. ოთახში მოწესრიგდება ადმინისტრაციის ოთახებიც.

   მელაურის თემში მოეწყო 3 ტიპის მოსაცდელი , ხოლო მეოთხეს მშენებლობა მიმდინარეობს და უახლოეს ვადებში დასრულდება. დასუფთავდა და განახლდა სოფლის სტადიონი.

   გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან , კომახოურის სასაფლაომდე იგეგმება ალფალტო–ბეტონის გზის მოპირკეთება და ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზაზე მიმდებარე გვირაბს. გზაზე მოწყობილი იქნება გარე ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად განათებას შეეხება.

   სამუშაოები დაფინანსებული იქნება , როგორც რეგიონალური განვითარების ფონდიდან , ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

  • კომენტარი: 4
  • ნახვა: 914