განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია
RDRC.GE
სამტრედიაში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიაში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ და რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსმა, ოთარ არევაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან ერთად ფარნავაზის ქუჩის ასფალტ-ბეტონის მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა. ✅

   გზის 2 კმ. 622 მ-იანი მონაკვეთი ნაჩხატაურს უერთდება და ადგილობრივების განცხადებით, აქ გზა არასოდეს ყოფილა ასფალტით მოპირკეთებული. ✅

   როგორც გუბერნატორის მოადგილემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ,,ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ, ბოლომდე უნდა შესრულდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა შესრულებული სამუშაო ხარისხიანი იყოს." ✅

   რეგიონული განვითარების ფონდიდან იმერეთისთვის 270 მლნ. ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, 40 მლნ. ლარი განსაზღვრულია სკოლების და ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის. წელს იმერეთში 179 სკოლა და 55 ამბულატორია მოწესრიგდება. ✅

   სამუშაოების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, რომელშიც სამხარეო ადმინისტრადიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, სამინისტროს წარმომადგენლობაა ჩართული. ✅

   ,,გასულ წლებთან შედარებით სამტრედიაში გაცილებით დიდი მოცულობის პროექტები ხორციელდება. აქტიურად ვაგრძელებთ ქუჩების ასფალტ-ბეტონით მოპირკეთებას და მშენებელ ორგანიზაციებთან ერთად, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხარისხიანად შესრულდეს ყველა სამუშაო, " განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ. ✅

   გზის მოწესრიგებას ფარნავაზის ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ,,არქეოპოლისი" ახორციელებს.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 538