განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტში ვეტერანთა რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ ედუარდ ახობაძე წარადგინეს
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ვეტერანთა რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ ედუარდ ახობაძე წარადგინეს
კატეგორია:  სიახლე

      დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გელა ცინაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ვეტერანთა რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ ედუარდ ახობაძე წარადგინა.

   როგორც გელა ცინაძემ აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტი ვეტერანთა სიმრავლის იმერეთის რეგიონში მეორე ადგილზეა და მათი რიცხვი 946 ადამიანს შეადგენს. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური 2014 წელს დაარსდა და მათი მიზანი ვეტერანების აღრიცხვა , მათი უფლებების განმარტვა, მათთვის დაზღვევის პაკეტის შეთავაზება , მედიკამენტების შეძენა, და კერძო საავადმყოფოებში გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება გახლავთ.

   შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   როგორც მერმა აღნიშნა : ,, მოხარული ვარ , რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში საბჭოს ისეთი წარმომადგენელი ყავს, რომელიც პირადად იცნობს თითოეულ ვეტერანს და უკეთ იცნობს მათ საყოფაცხოვრებო პრობლემებს. რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ინფორმირებას მოახდენს ადგილობრივი მერიის და მუნიციპალიტეტიც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შეეცდება მათი პრობლემების გადაჭრას,,

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 705