განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რეზერვთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაცია
RDRC.GE
რეზერვთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაცია
კატეგორია:  სიახლე

     დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს დარბაზში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლემა რეზერვთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

   პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს ორ რეგიონში აჭარასა და კახეთში საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს.

   ეროვნული გვარდიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიცერმა გიორგი ჩუთლაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ახალი პროგრამის შესახებ.

   პროგრამა ძირითადად ტერიტორიულ რეზერვში მიმღებ მოქალაქეებს ეხებათ. ისინი უნდა იყვნენ 18 –დან 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეები , სტუდენტები კი მიიღებიან 18 დან 22 წლამდე და მათი მინიმალური ანაზღაურება კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მინიმუმ წლიური 2700 ლარი იქნება.

   საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღე იქნება , რომელიც თანაბრად იქნება გადანაწილებული 12 თვეზე.

   გიორგი ჩუთლაშვილმა კონკრეტულად ისაუბრა რეზერვისტის უფლება და მოვალეობებზე და იმ საკითხებზე თუ რა გამოცდილებას მიიღებს რეზერვისტი ამ 45 დღის განმავლობაში.

   პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 579