განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კვლავაც გრძელდება ინფრასტუქტურული პროექტების მონიტორინგი
RDRC.GE
კვლავაც გრძელდება ინფრასტუქტურული პროექტების მონიტორინგი
კატეგორია:  სიახლე

     სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლავაც გრძელდება და წარმატებით მიმდინარეობს ინფრასტუქტურული პროექტების მონიტორინგი.

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურამ გოგიამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები მოინახულა.

   დათვალიერება შუა ბაშის ტერიტორიიდან დაიწყო სადაც გრძივი 760 მ . სიგრძის ასფალტო-ბეტონის გზა იგება. ადგილობრივების განცხადებით ამ ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის გზა არასოდეს ყოფილა და ისინი მადლიერნი არიან განხორციელებული პროექტით. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი,, ასრულებს.

   მეორე ლოკაცია კი ბაშის საჯარო სკოლა გახლდათ , სადაც სველ წერტილებს რეაბილიტაცია უტარდებათ. სამტრედიის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარი გამოეყო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგებისათვის. სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში ჯდება.

   ბოლო ლოკაცია კი ლაშა თევზაძის ქუჩა გახლდათ , სადაც ამავე ქუჩის ნ23 ში მდებარე კორპუსის სახურავი იცვლება. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგანაა დაფინანსებული და პროექტის განხორციელებისათვის 48 000 ლარი დაიხარჯება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 636