განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან
RDRC.GE
ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში : ღანირის , ჩხენიშის, მელაურის და იანეთის თემში , იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ , ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტის წევრებმა გრიგოლ მიქელაძე და გიორგი კახიანმა , მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

   სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან უკვე ჩატარებული და ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული და ჯანდაცვის განხორციელებული და განსახორციელებელი პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

   გრიგოლ გიორგაძემ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა იმ მედიკამენტების შესახებ , რომლითაც ომის ვეტერანებს , პენსიონრებს , ინვალიდებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეუძლია სიმბოლურ ფასად 1 ლარად ისარგებლოს.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრალური ბიუჯეტის დაგეგმარების შესახებ მოსახლეობას ინფორმაციოა მიაწოდეს და მათთან ერთად იმსჯელეს იმ პრიორიტეტებზე , რომელიც კონკრეტული სოფლისთვის მნიშვნელოვანია.

   მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიზნით მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს ყველა კუთხეში აქტიურად მიმდინარეობს

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 597