განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი უყარეს.

   საკითხები ძირითადად სხვადასხვა საჯარო სამსახურების ხარჯების დამტკიცებას ეხებოდა.

   საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა სტურუამ მოხსენება ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანების და კეთილმოწყობის გაერთიანებისა ,, და ასევე ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის,, ხარჯის დამტკიცების შესახებ გააკეთა.

   უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით კი მოხსენება ინფრასტუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღრელიძემ გააკეთა , რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამოდენიმე სოფელში ხიდებისა და ბოგირების მოწესრიგებას ეხებოდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 625