განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალი სასწავლო წლის დადგომა
RDRC.GE
ახალი სასწავლო წლის დადგომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     ახალი სასწავლო წლის დადგომა სამტრედიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დილიდან საზეიმო ვითარებაში აღინიშნება.

   მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან შეუერთდნენ სასწავლო პროცესს.

   ვალერი ფოცხვერია უკვე წლებია ტრადიციას არ ღალატობს და სასწავლო წლის დადგომას მშობლიური ეწერის საჯარო სკოლიდან ულოცავს ყველა მოსწავლეს, მათ მშობელს და პედაგოგებს. ,,ეს კედლები ჩემთვის უძვირფასესია და თუკი სუბიექტურობაში არ ჩამითვლით, მშობლიური სკოლისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ყველაფერი კეთდება მომავალი თაობების სასიკეთოდ და ეს ასე გაგრძელდება დიდხანს. ნაყოფიერ წლებს ვუსურვებ ყველას," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

   ნიგორზღვის საჯარო სკოლიდან მიულოცა ახალი სასწავლო წელი სრულიად საქართველოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ საკრებულოს წევრთან, ბადრი შენგელიასთან ერთად. სკოლის ერთადერთი პირველკლასელი, მათე ტონია თავისი ტოლების მსგავსად, პორტატული კომპიუტერით და სახელმძღვანელოებით დაასაჩუქრეს. ,,დღეს ნიგორზღვის არაჩვეულებრივი სკოლიდან მივულოცავ ყველას ახალ სასწავლო წელს. მე მჯერა, რომ ასეთი სოფლებიდან იწყება ქვეყნის აღმშენებლობა და სიკეთე. ვულოცავ ყველას ამ ჟრიამულს," განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ქალაქის მე-3 საჯარო სკოლას და დაბლა გომის, გომის და კორმაღლის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ მათ გამოჩენას პირველკლასელები, რომლებმაც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს.

   როგორც მედიასთან საუბრისას საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ალექსანდრე თევზაძემ აღნიშნა, წელს მუნიციპალიტეტში 600-მდე პირველკლასელია, რომლებსაც მერხებზე კომპიუტერები და სახელმძღვანელოები დახვდათ. გარდა ამისა, სკოლებში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რომელიც მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

   მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დღეს ბაგა-ბაღებსაც ესტუმრნენ. სააღმზრდელო პროცესი აქაც დღეს დაიწყო ნაწილობრივ განახლებული ინფრასტრუქტურით და ბავშვთა გაზრდილი ნაკადით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 581