განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მშენებელ კომპანიებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა
RDRC.GE
მშენებელ კომპანიებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

     დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მშენებელ კომპანიებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

   მერმა სკოლის დირექტორებისაგან შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაციები მოისმინა.

   მუნიციპალიტეტში რამოდენიმე სატენდერო კომპანიამ გეგმა–გრაფიკის დაცვით სკოლებში შესაბამისი სამუშაოები ვერ ჩაატარა და მერმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა. ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპანიები მოხვდებიან ე.წ. ,,შავ სიაში,, რაც მომავალში მათ ტენდერებში მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს.

   ვალერი ფოცხვერიამ სკოლებში რეკონსტრუქციის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც ძირითადად სველი წერტილების, პანდუსების, სახურავების მოწესრიგებასა და ყველა სკოლის მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრებით მოპირკეთებას გულისხმობს.

   სიახლეა ისიც, რომ 2020 წლისთვის ქალაქის ყველა სკოლაში ცენტრალური გათბობის მოწყობა იგეგმება, ხოლო სოფლის სკოლები აღნიშნული პროგრამით 2021 წლიდან ისარგებლებენ.

   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალ წელსაც სკოლებში სარემონტო სამუშაოები არდადეგების პროცესში დაიგეგმება და ის სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 632