განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს იღებს
RDRC.GE
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს იღებს
კატეგორია:  სიახლე

     ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს იღებს და გაზიფიცირებული ზონების გადამოწმება მაქსიმალურ კონტროლზე აყავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია ,,სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელთან ერთად მრავალბინიანი კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

   ,,ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობა უბედური შემთხვევებისგან და პრევენციის მიზნით, მოვახდინოთ მათი საცხოვრებელი სახლების გაზმომარაგების სისტემის გადამოწმება. ყველა გაუმართავი დეტალი უნდა დაემორჩილოს სტანდარტს და ეს მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს. ,,სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად უნდა მოვიძიოთ და შევიდეთ ყველა კორპუსის დაკეტილ ბინაში და გადავამოწმოთ იქ არსებული მდგომარეობა," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

   შეხვედრაზე იმყოფებოდა ,,სოკარ ჯორჯია გაზის" სამტრედიის სერვისცენტრის საავარიო–საექსპლოატაციო სამსახურის უფროსი ვაჟა ქანთარია. მან წარმოადგინა იმ დაკეტილი ბინების სიები, სადაც საავარიო სამსახურის წარმომადგენლები გეგმიურ სამუშაოებს ვერ ახორციელებენ. ‼️,,სემეკის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ, მოსახლეობაში ხდება დათვალიერება. რა მდგომარეობაშია გაზის გაყვანილობა, ხელსაწყოები და მათი მონტაჟი. დარღვევის შემთხვევაში ხდება ბინებრივი აირის გათიშვა და იცემა შესაბამისი რეკომენდაციები,"განმარტა ვაჟა ქანთარიამ.

   როგორც ირკვევა სფეროში ძირითად პრობლემას წყლის გამაცხელებლების არასწორი მონტაჟი ქმნის, განსაკუთრებით კორპუსებში.

   მუნიციპალიტეტის მერმა დღევანდელ შეხვედრაზე ამხანაგობების თავმჯდომარეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ და დახმარებისკენ მოუწოდა.

   პრობლემის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი თენგო ცაგურია და სამსახურის სპეციალისტები. ამ ეტაპზე, კოორდინირებული მუშაობით, ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი უნდა მოხდეს.

   შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზესტაფონში გვიან ღამით მომხდარ ტრადგედიას 25 წლის დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვალების მიზეზის პირვანდელ ვერსიად სწორედ წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 577