განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოსახლეობასთან შეხვედრები იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობ
RDRC.GE
მოსახლეობასთან შეხვედრები იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობ
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მოსახლეობასთან შეხვედრები იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიის 3 სოფელში- ჯიხაიშში, ტოლებსა და გორმაღალში იმყოფებოდა.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან, ღია დიალოგის ფარგლებში, იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე იმსჯელეს, რომელიც მოსახლეობის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

   სამთავრობო გუნდის წევრებმა არსებული საჭიროებები ჩაინიშნეს, რომელიც საქართველოს პრემიერის დონეზე განიხილება და შესაბამის სტრიქტურებში დაკორექტირდება.

   როგორც ირკვევა, მოსახლეობისთვის კვლავ პრიორიტეტული რჩება შიდა საუბნო და ქალაქთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება. ამას ემატება წყლის სიატემის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა სექტორში.

   ,,ამ შეხვედრების მიზანია, ხელისუფლება კიდევ უფრო ახლოს მივიდეს ხალხთან. მხარის რწმუნებული სულ 2 თვეა რაც ჩვენს რეგიონს კურირებს და მისი მიზანი იმერეთში არსებული საჭიროებების ახლოს გაცნობაა. ხელისუფლება ყველა პრობლემაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს და ჩვენ შევძლებთ არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოწესრიგდეს, " განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ ჩვენთან საუბრისას.

   მოსახლეობასთან შეხვედრებზე დღეს გუბერნატორის განსაკუთრებული ინტერესი დიდი ჯიხაიშის აგრარული კოლეჯის თემა გახდა. მისი განმატრებით, აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების წინ წამოწევა, რადგან ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, ამ დარგის პროფესიონალთა ნაკლენობა იგრძნობა.

   შეხვედრები სოფლებში დღეს, ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 608