განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სტუმრებმა სოფელ ჩხენიშის განახლებული სტადიონი მოინახულეს
RDRC.GE
სტუმრებმა სოფელ ჩხენიშის განახლებული სტადიონი მოინახულეს
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულს უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი , სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და სოფლის განახლებული სტადიონი მოინახულა.

   სოფელში განახლდა სტადიონის გაზონი , გაკეთდა სათადარიგო სკამი, მოეწყო ტაბლო და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები რაც აუცილებელია სრულყოფილი სტადიონის ფუნქციონირებისათვის.

   საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა , ადგილობრივ მოსახლეობას საფეხბურთო ინვენტარი დაურიგეს.

   განახლებულ სტადიონზე სოფლის მოყვარულ ფეხბურთელებსა და სფფის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა , რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამაც მიიღო.

   მატჩის დასრულების შემდეგ , სამტრედიის მუნიციპალიტეტის 12 სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე ამხანაგური მატჩი გამართეს , რომელსაც გადამზადებული მწვრთნელები უძღვებოდნენ,

   როგორც ლევან კობიაშვილმა აღნიშნა : მოხარული ვარ , რომ დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში ვიმყოფები. უკვე მეოთხე წელია სფფ აქტიურ მონიტორინგს ატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის სტადიონებზე . დღეს ჩხენიშში მოწესრიგდა გაზონი , შემოიღობა საფეხბურთო მოედანი , რომელიც მომავალში ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინონ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისათვის

   მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის..

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 707