განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,ხიდს მიღმა საქართველოა"
RDRC.GE
,,ხიდს მიღმა საქართველოა"
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ,,ხიდს მიღმა საქართველოა", ამ სლოგანით, დღეს, მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლთან არსებული მოსწვლეთა პარლამენტის წევრებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღია მეცადინეობა ჩაატარეს.

   თაობა, რომელიც აფხაზეთს მხოლოდ მშობლების მონაყოლით იცნობს, იმედოვნებს, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ადამიანები მშობლიურ კერას დაუბრუნდება და მათთან ერთად იტყვიან–ჩვენ მივდივართ სოხუმში!

   ღონისძიებაზე მოსწავლეთა პარლამენტის წევრებმა ამომწურავად ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიულ–გეოგრაფიულ მნიშვნელობასა და ტრადიციებზე. მათი თითოეული სიტყვის უკან ოცნებებში დახატული აფხაზეთის რეალური ფოტოები იდგა... ღონისძიებაზე ისტორია–მხარეთმცოდნეობის წრის პრეზენტაციები იყო გამოფენილი, რომლებიც მე–11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს.

   სოხუმი დაეცა, მაგრამ გვინდა, რომ გითხრათ–სიყვარული დაგვაბრუნებს! რა თქმა უნდა, ხიდს მიღმა ხომ საქართველოა. იმედიანი და სიყვარულით სავსე ჩანაწერები დღეს, ღონისძიების ბოლოს, მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში გაკეთდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 466