განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქართულ–იაპონური ურთიერთობები
RDRC.GE
ქართულ–იაპონური ურთიერთობები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ქართულ–იაპონურ ურთიერთობებს, რომელსაც თავის დროზე საუძველი იაპონიაში მცხოვრებმა ქართველმა ვიოლონჩელისტმა, გია ხეოშვილმა ჩაუყარა, მუსიკოსის შვილმა, გურამ ხეოშვილმა გააგრძელა. თავის დროზე შექმნა ასოციაცია „მეგობარი," რომლის წევრები ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებენ.

   დღეს სამტრედიას იაპონიის ქალაქ მიტოიოს მერის მთავარი მრჩეველი, შირონაკა თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია. ,,ჩვენი მიზანია სამტრედიისა და მიტოიოს დამეგობრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იაპონიასთან ძალიან ახლოს ვარ. მინდა ძალიან ახლოს გავიცნო თქვენი ქალაქი და აქ მცხოვრები ადამიანები. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ჩვენ კარგი მეგობრები გავხდებით," აღნიშნა მობრძანებულმა სტუმარმა.

   ,,მიხარია, რომ იაპონელი სტუმრების ვიზიტი სამტრედიაში ,,ნიკოობის" სახალხო დღესასწაულს დაემთხვა. იგეგმება ჩვენი ქალაქების დამეგობრება და უკვე გადადგმულია პირველი ნაბიჯები. საინტერესოა, რომ ერთ–ერთ განვითარებულ ქალაქს დავუმეგობრდებით და ეს შემდგომ წარმატებულ ურთიერთობას ჩაუყრის საფუძველს," აღნიშნა მუნიოციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.

   იაპონელ სტუმრებს ქალაქის ერთ–ერთი სტრატეგიული ობიექტი, ბალნეოლოგიური კურორტი დაათვალიერებინეს, რომელიც ამ დროისთვის უფუნქციოდაა დარჩენილი. არსებული ბუნებრივი წიაღისეულით დაინტერესება კიდევ უფრო გააღრმავა მისი ისტორიის გაცნობამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 601