განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პედაგოგთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჩიკო ნიჟარაძის კონცერტი გაიმართა
RDRC.GE
პედაგოგთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჩიკო ნიჟარაძის კონცერტი გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ედაგოგთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ყველასთვის საყვარელი მომღერლის აჩიკო ნიჟარაძის კონცერტი გაიმართა.

   ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრის სცენაზე, დღეს მომღერალმა ცნობილი ქართული სიმღერები ააჟღერა, რომელიც საგანგებოდ, ამ დღისთვის, დარბაზში მოწვეული პედაგოგებისთვის შესრულდა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა დღევანდელ ღონისძიებაზე, ღვაწლმოსილი სამტრედიელი პედაგოგები დაეჯილდოებინა, რომელთა მოღვაწეობა ათეულ წელს ითვლის. მათ ამ დროის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი თაობა აღუზარდეს ქვეყანას.

   მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა მელაურის საჯარო სკოლის, 63 წლის სტაჟის მქონე, დაწყებითი კლასების პედაგოგს, 91 წლის ლოლა ნიკურაძეს; ნაბაკევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, 56 წლის სტაჟის მქონე რუსუდან შენგელიას; სოფელ ნოღის საჯარო სკოლის, 52 წლის სტაჟის მქონე, ბიოლოგიის მასწავლებელს, ზეინაბ ბოლქვაძეს; პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ანჟელა ბუაძეს; მე-3 საჯარო სკოლის, 44 წლის სტაჟის მქონე, ინგლისური ენის პედაგოგს, თამარ კრავეიშვილს.

   მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, მათთან ერთად, ყველა პედაგოგს მიულოცა პედაგოგთა საერაშორისო დღე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათ ფასდაუდებელ შრომას. ↪️დღევანდელ ღონისძიებას პედაგოგებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   შეგახსენებთ, 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 1994 წლის შემდეგ აღინიშნება და მას მსოფლიოს 100-ზე მეტი სახელმწიფო აღნიშნავს. იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 569