განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე კობა ძიძიგური უძღვებოდა.

   დღევანდელი საკრებულოს სხდომა საქართველოს სახალხო არტისტის, კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო.

   საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი უყარეს. საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა სხვადასხვა დაწესებულებების ხარჯების დამტკიცების შესახებ მოხსენება წარადგინა.

   ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის სამუსიკო სკოლა, ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები,, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბი ,,ფალავანი," ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური,, ეს ის ჩამონათვალია , რომელთა ხარჯების დამტკიცებას საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს.

   იურიდიულ, ადამიანს უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა სირბილაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მოხსენება გააკეთა.

   აღნიშნულ საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 533