განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » უფასო სამედიცინო აქცია
RDRC.GE
უფასო სამედიცინო აქცია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოს პარლამენტისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით #1 საჯარო სკოლაში უფასო სამედიცინო აქცია დაიწყო. პირველ რიგში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ ომის ვეტერანებს, მათ ოჯახის წევრებს , ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობასა და მრავალშვილიან ოჯახებს.

   სამედიცინო აქციას დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია . მოადგილე დავით ბახტაძე სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ახობაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ექიმს რომელმაც აღნიშნულ აქციაში მიიღო მონაწილეობა და მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.

   როგორც ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ზურაბ მეტრეველმა განაცხადა : მსგავსი აქცია უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

   აღნიშნული აქცია კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 551