განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა მოსწავლეთა პარლამენტმა დისკუსია გამართა
RDRC.GE
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა მოსწავლეთა პარლამენტმა დისკუსია გამართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა მოსწავლეთა პარლამენტმა დისკუსია გამართა თემაზე-ერთად ვთქვათ უარი ნარკოტიკზე!

   კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის, მარიამ ჯულაყიძისა და მოსწავლეთა პარლამენტის ლიდერის, ლუკა ტუღუშის ინიციატივით გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ და სპეციალურად შერჩეული კაზუსის საფუძველზე, განიხილეს ის შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარებას მოჰყვება.

   შეხვედრაზე დაისვა სადისკუსიოდ შერჩეული კითხვები და გასაჯაროვდა იმ კვლევის შედეგები, რომელიც დღევანდელ შეხვედრამდე სამტრედიის ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია, მოადგილე კობა ძიძიგური, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბახტაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ნატალია მანჯგალაძე, დეკანოზი რომანოზი (ნინუა) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს ამ თემაზე სასაუბროდ მიწვევისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რაოდენ სახიფათოა ნარკოდამოკიდებულება ადამიანებისთვის და ზოგადად, მოზარდებისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 480