განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში
RDRC.GE
სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, დღეს, სამტრედიაში გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ცნობიერების ამაღლებისა ამ გზით გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის პროცესის ინიცირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც გენდერული საბჭოს წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, საფინანსო, სოციალური, განათლების, სპორტის სფეროს წარმომადგენლები.

   როგორც ჩვენთან საუბარში გაეროს განვითარების პროგრამის დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის გენდერული ბიუჯეტირების ტრენერმა, ქეთევან ფაცაციამ განაცხადა, ,,პროექტისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტი შეირჩა როგორც ერთ-ერთი მოწინავე გენდერულად მგრძნობიარე და სენსიტიურ საკითხებზე მუშაობაში. ამ მხრივ თქვენ სხვებზე წინ ხართ. დღეს წარმოდგენილია საინტერესო შემადგენლობა. მათი გამოცდილება გასათვალისწინებელია, ვინაიდან გენდერული ბიუჯეტირება გულისხმობს სწორედ ბიუჯეტთან და გენდერთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებას. ამდენად, ყველა სფეროს მონაწილეობა სხვადასხვა ცოდნით და გამოცდილებით, გასათვალისწინებელია."

   პროექტში იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტთან ერთად ჩართულია მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 512