განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პროექტ ,,ღია შეხვედრების,, ფარგლებში გაღმა ზონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა
RDRC.GE
პროექტ ,,ღია შეხვედრების,, ფარგლებში გაღმა ზონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გია მიქელაძე , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პროექტ ,,ღია შეხვედრების,, ფარგლებში გაღმა ზონის სოფლების , გომის , ოფეთის , ნიგორზღვისა და გამოჩინებულის თემის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

   როგორც უმეტეს სოფლებში აქაც ძირითადი აქცენტი სოფლის შიდა გზების მოწესრიგებასა და სასმელი წყლის პრობლემაზე დაისვა , რომელზეც მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს.

   გომის თემში შიდა გზის მოწესრიგების გარდა მთავარ პრიორიტეტად სკოლის ტერიტორიის რეკონსტრუქცია გაჟღერდა.

   როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა აღნიშნული შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს კონკრეტულად გაეცნოს თითოეული ადამიანის გასაჭირს და მათთან ერთად იფიქროს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 519