განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
RDRC.GE
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიაში სტარტი აიღო სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ, რომელიც საქართველოს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.

  ტურნირში მუნიციპალიტეტის 17 სკოლაა ჩართული და სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულ გუნდებს ჯერ რეგიონალური, ხოლო შემდგომ ზონალური და საფინალო ეტაპისთვის შეარჩევს.

   დღეს ტურნირი გეზრბენით გაიხსნა, რომელშიც სამტრედიის მე-3, 8, 10, 11, ნაბაკევის, ღანირისა და დაბლა გომის საჯარო სკოლების როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ.

   ვაჟთა შორის პირველი ადგილი ნაბაკევის გუნდმა კოიპოვა, მეორეზე მე- 10 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილს ღანირის გუნდი დასჯერდა.

   გოგონათა შორის პირველობა არავის დაუთმეს მე-11 საჯარო სკოლელებმა, მეორე ადგილზე ღანირის სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მე-3 საჯარო სკოლამ აიღო.

   ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და კომპლექსური სპორტ-სკოლის დირექტორი ივანე კილტავა. მათ გამარჯვებულ გუნდებს წარმატებები უსურვეს და სპეციალური სიგელებით დააჯილდოეს ისინი.

   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დეკემბრამდე გასტანს და გაზაფხულზე კვლავ განახლდება. რაც შეეხება მუნიციპალურ ტურნირებს, იგი მინი ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, გეზრბენში, ბადმინტონსა და მხიარულ სტარტებში გაიმართება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 711