განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას ახალმოწამედ შერაცხვიდან 25 წელი გავიდა
RDRC.GE
დღეს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას ახალმოწამედ შერაცხვიდან 25 წელი გავიდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     დღეს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას ახალმოწამედ შერაცხვიდან 25 წელი გავიდა.

   ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი სარწმუნოებისათვის თავდადების გამო 1994 წელს მოწვეულმა სინოდის წევრებმა წმინდანად შერაცხეს.

   ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია , კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებულურ სკოლას ესტუმრნენ და თეოლოგისაგან წმინდანად შერაცხული მიტროპოლიტის ცხოვრების ამსახველ ფოტო–მასალებს გაეცნენ.

   წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის საკათედრო ტაძარში მამა რომანოზმა მიტროპოლიტის პარაკლისი გადაიხადა , რომელსაც მართლმადიდებულური სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

   ბოლო ლოკაცია კი დიდი ჯიხაიში გახლდათ , სადაც მიტროპოლიტის სახლში მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დამსწრე საზოგადოებას წმიდა მიტროპოლიტის ღვაწლმოსილ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

   მუნიციპალიტეტის მერმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა აღნიშნული დღის წარმატებულად განხორციელებისათვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 572