განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა
RDRC.GE
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     დღევანდელი საკრებულოს სხდომის ფორმატი განსხვავებული იყო. საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას ინიციატივით, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მოხდა.

   თითოეულმა სტრუქტურამ მიმდინარე წლის დეტალური ანგარიში წარმოადგინა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებმა, თანამომხსენებლების თანხლებით, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

   განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა საფინანსო სექტორის და ბიუჯეტის მისამართით. საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრეს სოფლის მეურნეობის განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მუნიციპალიტეტში არსებული ქონებისა და მოსაკრებლების შესახებაც.

   საინტერტესო იყო სოციალური სფეროს ანგარიში, სადაც აქცენტი გაკეთდა სტატისტიკასა და ციფრებზე, მოქალაქეების მომართვიანობასა და გაწეულ დახმარებებზე. დეპუტატებმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზეც ისაუბრეს.

   დღევანდელ სხდომაზე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა საქმიანობაზეც გაკეთდა მოხსენება. კანონმდებლებმა სფეროში განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასეს.

   სხდომის მეორე ნაწილი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატებს დაეთმო. მათ თავიანთ თემში სოფლის მხარდაჭერის და სხვა პროგრამებით შესრულებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 540