განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დევნილებთან შეხვედრა
RDRC.GE
დევნილებთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, დღეს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ ზესტაფონში, სამტრედიასა და ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

   სამტრედიაში ეკატერინე ტიკარაძემ მოადგილესთან და დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსთან, ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის შენობაში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისგან ის კონკრეტული საჭიროებები მოისმინა, რომლებიც მათ წინაშე მწვავედ დგას. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, შენობა ნგრევად ობიექტთა ნუსხაშია და აქ მცხოვრები 32 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება.

   ,,ამ შეხვედრების მიზანია, საკუთარი თვალით ვნახო ის პირობები, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად იქნება თქვენს საჭიროებებზე მორგებული. ამიტომაც დღეს ავირჩიე ყველაზე კრიტიკული ობიექტები. სამინისტრო გეგმავს განსახლება მოხდეს რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში," აღნიშნა მინისტრმა.

   მოგეხსენებათ, იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს დევნილთათვის ბინათმშენებლობის პროცესი. 2020 წელს ქუთაისში 725, ხოლო წყალტუბოში 560 ბინის განაწილება იგეგმება.

   ბინით, პირველ რიგში, დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობენ და საჭიროებენ დაუყოვნებლივ განსახლებას. პარალელურად მოხდება ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა. განსახლება მოხდება სულადობის მიხედვით და არა კრიტერიუმებით.

   1 დეკემბრიდან სამინისტრო აპირებს რგიონებში წარმომადგენლობების დანიშვნას და ადგილზე მუნიციპალიტეტებში, მემორანდუმის გაფორმებას. ეს რგოლი კიდევ უფრო გაზრდის დევნილ მოსახლეობასთან კომუნიკაციას.

   დღევანდელ შეხვედრას მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

   მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძულებით გადაადგილებულ პირებთან მომავალშიც გაგრძელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 477