განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ბენეფიციარებისთვის ტრენინგი გაიმართა
RDRC.GE
კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ბენეფიციარებისთვის ტრენინგი გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     დღეს სამტრედიაში კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ბენეფიციარებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანია მოხდეს იმ ძირითადი ინფორმაციის გავრცელება,რაც ბაღების გაშენებისა და მოვლის თავისებურებებთანაა დაკავშირებული.

   აღნიშნული კამპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროქტების მართვის სააგენტოს მიერ ,,დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში, სამტრედიაში ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდაჭერის ერთ–ერთი კომპონენტია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, ზვიად ბობოქაშვილმა დღევანდელ ტრენინგზე იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც კენკროვანი კულტურების განაშენიანებას უკავშირდება.

   ,,პროექტი გამიზნულია მცირემიწიან ფერმერებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბაზისო ცოდნა მივაწოდოთ მათ. ეს თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა ტიპის აგროტექნოლოგიურ პრობლემებს. ვცდილობთ, ავუხსნათ ბენეფიციარებს აგროვადების დაცვით ღონისძიებები ჩაატარონ, ვინაიდან აღნიშნული კულტურები საკმაოდ ფაქიზია და მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვ,“ განაცხადა ზვიად ბობოქაშვილმა.

   მისი განმარტებით, სამტრედიის კლიმატური პირობები უნიკალურია არა მხოლოდ კენკროვანი კულტურებისთვის, არამედ საადრეო ხილისთვის. აქედა გამომდინარე თუკი ღონისძიებები დაცული იქნება, საკმაოდ კარგი შედეგი შეიძლება დაიდოს.

   სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მამუკა კვანტალიანის განცხადებით დღეისთვის სამტრედიაში 35 ბენეფიციარია დაეგისტრირებული აღნიშნულ პროგრამაში მონაწილედ, რომლებმაც ჯამში 12,4 ჰა მიწის ფართობზე უნდა გააშენონ კენკროვანთა ჯიშები. შეგახსენებთ, აღნიშნული უწყება შუამავალი რგოლია სმინისტროსა და ბენეფიციარებს შორის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 497