განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამახსოვრო კომპიუტერების გადაცემა
RDRC.GE
სამახსოვრო კომპიუტერების გადაცემა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     დღეს იმერეთის რეგიონში შემავალ 12 მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სამახსოვრო კომპიუტერები გადაეცათ.

   კომპიუტერები ყველა იმ მოსწავლემ მიიღო , რომლებმაც 9 კლასის ჩათვლით სწავლა უმაღლეს შეფასებაზე დაასრულა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან კომპიუტერი 77 მოსწავლემ მიიღო , რომელიც სამტრედიის რესურსცენტრის მხრიდან საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად შეფასდა.

   კომპიუტერები სამტრედიის მუნიციპალიტეტის იმ ოთხმა მოსწავლემაც მიიღო , რომელთაც სწავლა კადეტთა ლიცეუმში განაგრძეს.

   წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ჭიღვარია , იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   მერმა წარმატებულ მოსწავლეებთან სამასხსოვრო ფოტოები გადაიღო და მათ სწავლის შემდგომ საფეხურზე წარმატებები უსურვა.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 556