განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი     მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად, თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, დეპუტატებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 2018-2021 წლებისთვის დაგეგმილ პროგრამაში ცვლილება განიხილეს.

   დეპუტატებმა მოიწონეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2018-2021 წლებში განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალი, კერძოდ:

   სოფელ ნოღაში 60 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა;

   ბეტონის საფარის მოეწყობა ახალსოფელში, ე.წ. შენგელიების უბანში;

   ზემო ტოლებში, ტელეფისის ციხის მიმართულებით;

   სოფელ ტოლებში დაფნარი-ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალიდან აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის მიმართულებით;

   სოფ. გორმაღალში ბეტონის გზის გაგრძელებაზე;

   სოფ. ჯიხაიშის ცაცხვების მიმართულებით; სოფ. ჭოგნარიდან მე-2 ნიგორზღვის მიმართულებით;

   ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმის მიმდებარედ ნინოშვილის უბანში;

   დიდ ჯიხაიშში, ე. წ. ,, სასაკლაოს" უბნის ჩრდილოეთით N35 ქუჩიდან N32 ქუჩის მიმართულებით;

   სამტრედიაში ვეკუას, რესპუბლიკის 1, მე-3,6,8 ჩიხებში, დიდგორის 1,მე-3 ჩიხებში.

   დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.

   სხდომის დასაწყისში ,,ევროპული საქართველოს" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და პოლიტიკური განცხადებების ფონზე დატოვეს საკრებულოს დარბაზი.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 525