განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა
RDRC.GE
წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა
კატეგორია:  სიახლე

   წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები, დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

   ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების და მოთხოვნების გათვალისწინებას მაქსიმალურად ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება. ქვეყანაში არსებული შემოსავლებიდან გამომდინარე, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, 2020 წლის ბიუჯეტში იმ თემებზეა აქცენტი გაკეთებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ესაა სოციალური პაკეტები და ინფრასტრუქტურული პროექტები.

   ,,ჩვენ ბოლომდე გვაქვს გათავისებული მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, ამიტომ ვცდილობთ თანაბრად გადავანაწილოთ შესაძლებლობები და საბიუჯეტო პროცესები კანონის სრული დაცვით წარვმართოთ, " აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ და საკრებულოს ფრაქციებს, ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს და ააიპ-ების ხელმძღვანელებს მაქსიმალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

   დღევანდელ შეხვერდაზე საუბარი შეეხო ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს როგორიცაა განათლების სისტემა, სოციალური სფერო, პენსიები და ინფრასტრუქტურა.

   მერმა იმ მოთხოვნებზეც გააკეთა განცხადება, რომლითაც საკრებულოს მიმართეს გარკვეულმა სტრუქტურებმა.

   სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და მერის მოადგილე დავით ბახტაძე ესწრებოდნენ

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 588