განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე პროექტების მონახულეობა
RDRC.GE
გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე პროექტების მონახულეობა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტური პროექტები მოინახულა.

   სოფელ გორმაღალში 600 მეტრი სიგრძის ბეტონის გზის საფარი დაიგება , რომლის ღირებულებაც 91 000 ლარს შეადგენს.

   სამუშაოები ,როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდეფენდენთ ბიზნეს გრუპი,, ასრულებს.

   მეორე ლოკაცია სოფ. გამოჩინებული გახლდათ , სადაც მიმდინარეობს ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია.

   როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს უხვი ნალექის პირობებში პირვანდელი ხიდ-ბოგირი წყლის გატარებას ვერ ახერხებდა და მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა , დასრულებული სამუშაოების შემდეგ კი მოსახლეობას მსგავსი პრობლემა აღარ შეაწუხებს.

   ბოლო ლოკაცია კი სოფ.ნიგორზღვა გახლდათ სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ბეტონის გზის საფარის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ლატექსი,, ასრულებს.

   მუნიციპალიტეტის მერმა სამუშოების შემსრულებელ კომპანიებს ვადებისა და ხარისხის დაცვისკენ მაქსიმალური ყურადღების გამახვილებისაკენ მიუთითა.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 531