განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალგაზრდა ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
RDRC.GE
ახალგაზრდა ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ახალგაზრდა ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდ.რიონზე სოფელ საჯავახოში.

   არსებული ინფორმაციით დაკარგული ადამიანი 32 წლის ალექსანდრე ნადირაძეა , რომლის ტანსაცმელიც მდინარე რიონის ნაპირას იპოვეს.

   ადგილობრივების განცხადებით მსხვილფეხა პირუტყვის საძებრად წამოსული ალექსანდრე ნადირაძე მათ ბოლოს გუშინ 17:00 საათზე ნახეს.

   ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია ,მოადგილე დავით ბახტაძე , საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი იმერეთის რეგიონში ვლადიმერ ჯღამაძე და სოფელ საჯავახოს წარმომადგენლები.

   ბათუმიდან ჩამოსულმა ოთხმა მყვინთავმა ახალგაზრდის კვალს დღეს ვერ მიაგნო და სამძებრო ოპერაცია ხვალ დილის 10:00 დან განახლდება, ძიების პროცესს კი ხელს წყლისქვეშ მინიმალური ხილვადობა უშლის.

   მუნიციპალიტეტის მერმა თითოეულ მაშველსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ სამუშაოებში მონაწილეობისათვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 617