განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შშმ ბავშვთა საერთაშორისო დღე
RDRC.GE
შშმ ბავშვთა საერთაშორისო დღე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   შშმ ბავშვთა საერთაშორისო დღეს სამტრედია უკვე ტადიციულად რამდენიმე წელია უერთდება. დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრ ,,ლამპარს" ესტუმრა.

   მხიარული და ნიჭიერი აღსაზრდელები ლამაზი ღონისძიებით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს. მერიისგან კი მათ საჩუქრები მიიღეს.

   ,,ჩვენ ,,ლამპარს" ხშირად ვსტუმრობთ. აქ ხომ განსაკუთრებული ბავშვები გველიან.. დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ როგორი ნიჭიერები არიან ისინი, როგორ მღერიან და ცეკვავენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ისეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე, როგორებიც თავად არიან. მადლობა მათ პედაგოგებს ყველაფრისთვის. ჩვენ კი, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

   დღევანდელი დღის ემოცია დიდ ხანს გაჰყვება საკრებულოს თავმჯდომარეს, ნუგზარ ჯამბურიას, ,,ეს არის გულითადი შეხვედრა საოცარ ბავშვებთან. მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია სრულფასოვნად მოხდეს," აღნიშნა მან.

   ღონისძიება გაალამაზეს ნათია ჭელიძემ და სტუდია ,,მინი და მიკი მაუსმა," სხვადასხვა ანიმაციურ პერსონაჟებთან ერთად. ისინი ,,ლამპარს" კარგა ხანია უანგაროდ ემსახურებიან.

   მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას თანადგომისა და მუდმივი ყურადღებისთვის დღის ცენტრის პედაგოგმა, შუქია თვალაბეიშვილმა.

   ღონისძიების დასასრულს ვალერი ფოცხვერიამ ,,ლამპარის" აღსაზრდელები საახალწლო ნაძვის ხესთან უკვე მიიპატიჟა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 500