განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს ქალაქის მე-6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საახალწლო კარნავალი გამართეს
RDRC.GE
დღეს ქალაქის მე-6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საახალწლო კარნავალი გამართეს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს ქალაქის მე-6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საახალწლო კარნავალი გამართეს. საზეიმოდ მორთულ, მოციმციმე ზღაპარქალაქში მოგზაურობა მართლაც სასიამოვნო აღმოჩნდა.

  პატარა გოგო-ბიჭებმა შესანიშნავად მოირგეს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სტუმართა როლები და მოწყენილი ხელმწიფის გამხიარულება შეძლეს. აღსაზრდელებმა საახალწლო სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

   განსაკუთრებული მხიარულება მოჰყვა სანტა კლაუსის გამოჩენას. საჩუქრებით დატვირთული ხურჯინიდან მათ უამრავი ნუგბარი ერგოთ. ღონისძიებას ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს და მათ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 597