განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანგარიში საზოგადოების წინაშე
RDRC.GE
ანგარიში საზოგადოების წინაშე
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია საზოგადოების წინაშე 2019 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშით წარსდგა.

   ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების დეტალური განხილვა ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა. მერმა ყველა მიმართულებაზე დაწვრილებითი ინფორმაცია და სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგინა.

   შეხვედრას პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხის შეფასება, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მოქალაქეებზე ორიენტირებული საჭიროებებია. იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, მაქსიმალური შედეგის მიღებას ვცდილობთ," განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

   საზოგადოებას მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს იმერეთის მხარის რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ.

   შეხვედრას საჯარო სამსახურებისა და ააიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 526