განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დაუცველი ოჯახისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა
RDRC.GE
დაუცველი ოჯახისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენრტის ინიციატივით და კეთილი ადამიანების დახმარებით, რამდენიმე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა მოხდა.

   სასურსათო ამანათი, ტკბილეული, თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები და საახალწლო საჩუქრები დღეს ხუთ ოჯახს გადაეცა. ამას დაემატა შემოწირულობა თანხის სახით, რომელიც ბენეფიციართა ნაწილს ხელზე გადაეცა, ხოლო ნაწილს ანგარიშზე დაერიცხა.

   დღევანდელ აქციას შეუერთდა ნატალია კვანტალიანის სახელობის სიახლის ცენტრალური ბანკი. განყოფილების ხელმძღვანელი, ლაშა კვანტალიანი დღეს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა შარაშენიძეების მრავალშვილიან ოჯახში, სადაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ,,ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მსგავსი ტიპის აქციებში და მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა საშუალება მცირედი წვლილი შეგვეტანა ამ კეთილშობილურ საქმეში," განაცხადა ლაშა კვანტალიანმა. მან პატარებს ტკბილეული, სათამაშოები და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანა.

   აქციას შეუერთდა მე-12 საჯარო სკოლა. პედაგოგ მედეა გეგეშიძის ორგანიზებით ირმა შუბლაძის, ნინო გუნიას და ნონა კობრავას სადამრიგებლო კლასებმა გაეკვეული თანხა გადასცეს შარაშენიძეების ოჯახს.

   დღევანდელი აქცია ნადირაძეების 6 შვილიან ოჯახსაც შეეხო. პატარებს სურსათთან და საჭირო ნივთებთან ერთად შემომწირველთაგან თანხის გარკვეული ნაწილიც ერგო. ‼️ყველაფერი ამით არ მთავრდება, საინფორმაციო ცენტრი კვლავ შეეცდება, კეთილი ადამიანების თანადგომით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 697