განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მე-12 საჯარო სკოლაში 2019 წელი გააცილეს
RDRC.GE
მე-12 საჯარო სკოლაში 2019 წელი გააცილეს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, მე-12 საჯარო სკოლაში 2019 წელი გააცილეს და მომავლის იმედით, სიყვარულით და კეთილი სურვილებით შეეგებნენ ახალ, 2020-ს...

   მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ პედაგოგთან, ნინო გუნიასთან ერთად, არაჩვეულებრივი ღონისძიება აჩუქეს მოწვეულ სტუმრებს.

   ენერგიული, კრეატიული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ნინო მასწავლებელი დღეს პატარების სტუმარიც იყო და მასპინძელიც. მან კეთილი და მხიარული სანტას როლი მოირგო და თავის პატარებთან ერთად კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ საქართველოს ღირსეული მომავალი თაობა ჰყავს.

   საახალწლო კარნავალზე ერთმანეთს ენაცვლებოდა საუკეთესო ნომრები, ცეკვები, სიმღერები, იუმორისტული სკეტჩები და სხვადასხვა ნომინაციები, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ მაქსიმალური ქულებით შეაფასა.

   ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის პედაგოგი ლელა გოლიაძე და ქორეოგრაფი ეთერ აბრამიძე.

   სკოლის დირექტორმა ნინო ონიანმა მადლობა გადაუხადა ნინო მასწავლებელს, მის მოსწავლეებს და მშობლებს შესანიშნავი ღონისძიებისთვის და ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

   მოწვეულ სტუმართა შორის იყო მე-10 ბაგა-ბაღია მმართველი ქეთინო შაშიაშვილი, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს შორის თავისი ყოფილი აღსაზრდელების და მათი მეგობრების მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 515